1 .პროექტის სახელწოდება: ,,გრიგოლ ხანძთელი- ტაო-კლარჯეთის სამონასტრო კომპლექსის ორგანიზატორი"
2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეების მიერ ტაო კლარჯეთის სამონასტრო კომპლექსში არსებული მონასტრებისა და მათი წინამძღვრების შესახებ ინფორმაციის მოძიება-გაცნობა.
3. პროექტის აქტუალობა: თანამედროვე საზოგადოება ნაკლებად იცნობს საქართველოს ფარგლებს გარეთ დარჩენილ ქართულ ხუროთმოძღვრების ძეგლებს მათი აგების ისტორიასა და დღევანდელ მდგომარეობას.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ტაო კლარჯეთის სამონასტრო კომპლექსში არსებული მონასტრებისა და მათი წინამძღვრების შესახებ
და გამოაქვეყნებენ თავის მიერ შექმნილ ვებბლოგზე, პროექტს წარადგენენ აუდიტორიის წინაშე.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა (ნოემბერი- დეკემბერი)
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ მასალას შექმნიან ინტერნეტ ბლოგს, სადაც განათავსებენ მასალას, მოამზადებენ გაზეთს, ბუკლეტებს, დისკებს და გაავრცელებენ თემში.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო-ვიდეო აპარატურა, ელექტრონული ბიბლიოთეკა, ფურცლები, მარკერები, ფორმატები, დისკები. მოსწავლეები, თემი.
9. პროექტის მსვლელობა: 1) მოსწავლეები მოიძიებენ მასალას მონასტრების აგების შესახებ; 2) შეაგროვებენ მასალას გეოგრაფიული მდებარეობის, ისტორიული მნიშვნელობის შესახებ. 3)შეაგროვებენ მასალას მონასტრების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. 4) შექმნიან
სლაიდშოუს და განათავსებენ ვებბლოგზე.
10. საგანებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხვა საგნებში:
ქართულ ენასა და ლიტერატურა: მოიძიებენ და სთანადოდ დაამუშავებენ მასალას, გამოუმუშავდებათ კვლევის, ინფორმაციის დახარისხების უნარები.
ისტი: ინტერნეტში მასალის მოძიებით, პრეზენტაციების მომზადებით და ინტერნეტში განთავსებით, სურათების ატვირთვით და ნამუშევრების ბლოგში განთავსებით. ისტორია: შეისწავლის კუთხის ისტორიულ წარსულს.
გეოგრაფია: შეისწავლიან კუთხის გეოგრაფიულ მდებარეობას.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნაზი ჭყრუნიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nazich156@mail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://nazi156.blogspot.com/
ნაზი ჭყრუნიშვილი
Sunday, December 8, 2013
Saturday, November 16, 2013
- პროექტის სახელწოდება: ,,საქართველოს კუთხეები და ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტები"
- პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეების მიერ ინფორმაციის მოძიება ხალხური ზეპირსიტყვიერების შესახებ. ფოლკლორის ნიმუშების მოძიება, ხალხურ მთქმელებთან გასაუბრება_ჩაწერა.
- პროექტის აქტუალობა: თანამედროვე საზოგადოება ნაკლებ ყურადღებას უთმობს ხალხურ ზეპირსიტყვიერებას, ბევრი უნიკალური ნიმუში იკარგება. მოზარდები გაიცნობენ ხალხურ მთქმელებს და შეაგროვებენ ზეპირსიტყვიერების მარგალიტებს.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან უკვე ცნობილ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, თვითონ მოიძევენ მასალას და გამოაქვეყნებენ თავის მიერ მომზადებულ და დაბეჭდილ გაზეთში; თემში გაავრცელებენ მოძიებულ მასალას; ჩაატარებენ პოეზიის საღამოს თემაზე: ,,ზეპირსიტყვიერების მარგალიტები"..
- მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე (თებერვალი- აპრილი)
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეაგროვებენ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს შექმნიან ინტერნეტ ბლოგს, სადაც განათავსებენ მასალას, მოამზადებენ გაზეთს, ბუკლეტებს, დისკებს და გაავრცელებენ თემში.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო-ვიდეო აპარატურა, ელექტრონული ბიბლიოთეკა, ფურცლები, მარკერები, ფორმატები, დისკები. მოსწავლეები, თემი, ხალხური მთქმელები.
- პროექტის მსვლელობა: 1) მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეეცდებიან ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეგროვებას და დაჯგუფებას შინაარსის მიხედვით საგმირო, სატრფიალო, საყოფაცხოვრებო, ისტორიული დასხვა. 2) ყველა რეგიონზე, შეაგროვებენ მასალას ტრადიციების, გეოგრაფიული მდებარეობის, ისტორიული მნიშვნელობის, სამზარეულოს შესახებ. 3)მოამზადებენ ღონისძიებას თემაზე ,,ზეპირსიტყვიერების მარგალიტები". 4) ღონისძიების ჩატარების წინ დამზადდება აფიშები, მოსაწვევი ბარათები, ბუკლეტები და ბილეთები. 5) ჩატარდება ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან მოზარდები, მშობლები, თემის წარმომადგენლები, სკოლის დირექცია.
- საგანებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხვა საგნებში:
ისტი: ინტერნეტში მასალის მოძიებით, პრეზენტაციების მომზადებით და ინტერნეტში განთავსებით, სურათების ატვირთვით და ნამუშევრების ბლოგში განთავსებით. ისტორია: შეისწავლის კუთხის ისტორიულ წარსულს.
გეოგრაფია: შეისწავლიან კუთხის გეოგრაფიულ მდებარეობას, ეთნიკურ მდგომარეობას.
ხელოვნება: შეისწავლის ტრადიციებს.
ხელოვნება: შეისწავლის ტრადიციებს.
მუსიკა: ხალხურ ლექსებზე შექმნილი სიმღერების მოძიება- დამუშავება ღონისძიებაზე გამოსატანად.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნაზი ჭყრუნიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nazich156@mail.com
Subscribe to:
Posts (Atom)