1 .პროექტის სახელწოდება: ,,გრიგოლ ხანძთელი- ტაო-კლარჯეთის სამონასტრო კომპლექსის ორგანიზატორი"
2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეების მიერ ტაო კლარჯეთის სამონასტრო კომპლექსში არსებული მონასტრებისა და მათი წინამძღვრების შესახებ ინფორმაციის მოძიება-გაცნობა.
3. პროექტის აქტუალობა: თანამედროვე საზოგადოება ნაკლებად იცნობს საქართველოს ფარგლებს გარეთ დარჩენილ ქართულ ხუროთმოძღვრების ძეგლებს მათი აგების ისტორიასა და დღევანდელ მდგომარეობას.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ტაო კლარჯეთის სამონასტრო კომპლექსში არსებული მონასტრებისა და მათი წინამძღვრების შესახებ
და გამოაქვეყნებენ თავის მიერ შექმნილ ვებბლოგზე, პროექტს წარადგენენ აუდიტორიის წინაშე.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა (ნოემბერი- დეკემბერი)
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ მასალას შექმნიან ინტერნეტ ბლოგს, სადაც განათავსებენ მასალას, მოამზადებენ გაზეთს, ბუკლეტებს, დისკებს და გაავრცელებენ თემში.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო-ვიდეო აპარატურა, ელექტრონული ბიბლიოთეკა, ფურცლები, მარკერები, ფორმატები, დისკები. მოსწავლეები, თემი.
9. პროექტის მსვლელობა: 1) მოსწავლეები მოიძიებენ მასალას მონასტრების აგების შესახებ; 2) შეაგროვებენ მასალას გეოგრაფიული მდებარეობის, ისტორიული მნიშვნელობის შესახებ. 3)შეაგროვებენ მასალას მონასტრების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. 4) შექმნიან
სლაიდშოუს და განათავსებენ ვებბლოგზე.
10. საგანებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხვა საგნებში:
ქართულ ენასა და ლიტერატურა: მოიძიებენ და სთანადოდ დაამუშავებენ მასალას, გამოუმუშავდებათ კვლევის, ინფორმაციის დახარისხების უნარები.
ისტი: ინტერნეტში მასალის მოძიებით, პრეზენტაციების მომზადებით და ინტერნეტში განთავსებით, სურათების ატვირთვით და ნამუშევრების ბლოგში განთავსებით. ისტორია: შეისწავლის კუთხის ისტორიულ წარსულს.
გეოგრაფია: შეისწავლიან კუთხის გეოგრაფიულ მდებარეობას.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნაზი ჭყრუნიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nazich156@mail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://nazi156.blogspot.com/
No comments:
Post a Comment